პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე - ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება სხვა პატიმრების შემთხვევაში
2 წუთის წინ

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე - ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება სხვა პატიმრების შემთხვევაში

ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში,- ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმ ფაქტს რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ეს ფაქტი „აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა“.

„ამასთან დაკავშირებით ვერავინ შეძლებს, რომ საპირისპირო არგუმენტი თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა", კლინიკიდან გამოწერეს.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები