დადასტურდა “დელტა” შტამის 7 ახალი შემთხვევა – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში გუშინ, ე.წ. ინდური შტამის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

“გიდასტურებთ, რომ გაიზარდა შემთხვევები, გუშინ “დელტა” შტამის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ 10-დან 20 პროცენტამდე შეიძლება, ქვეყანაში მერყეობდეს “დელტა” შტამის ცირკულაცია. მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო, რამდენადაც ეს შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. თუ არ ვცდები, დღევანდელი მონაცემებით, 85 ქვეყანაში არის უკვე დაფიქსირებული. მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად უნდა დავიცვათ რეგულაციები და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ე.წ ინდური შტამი, საქართველოში სულ 27 პირს დაუდასტურდა.

67 ნახვა
desktop
mobile catfish