მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 11.5% შეადგინა.

მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

საქართველოს მთავრობა წელს ეკონომიკის 6.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“(EBRD) საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდი პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით, 4.5%-მდე გაზარდა. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ (IMF) და „აზიის განვითარების ბანკი“(ADB).

42 ნახვა
desktop
mobile catfish