აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავდნენ, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
ამ წუთებში აქცია პარლამენტის წინ ტროტუარზე მიმდინარეობს.
ასევე, პოლიციამ აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებაც მოსთხოვა.
ადგილზე აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დროშები.