გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

“ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გოგი წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა. მისი თქმით, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გოგი წულაია საპატიმროს ნახევარ საათში დატოვებს.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

31 ნახვა
desktop
mobile catfish