ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე კლინიკაში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის.
„მდგომარეობა მძიმეა, ყველა ადგილი გადატვირთულია საავადმყოფოში. მოგეხსენებათ, დღეში საშუალოდ 6 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, რისი აწევაც ჰოსპიტალურ სექტორს ძალიან გაუჭირდება. ამ დილისთვის, არც ერთი ადგილი არ არის კლინიკაში. ველოდებით, თუ ვინმე გაეწერება რომ მძიმე პაციენტი შემოვიყვანოთ“,- აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.
27 ნახვა