“ფრთხილად სახიფათო ადგილია”- გორის მუნიციპალიტეტში ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნულები დადგეს

“ფრთხილად სახიფათო ადგილია”- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნულები ცენტრალური მაგისტრალიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით დადგეს. აღმნიშვნელი ახალი ბანერები გაჩნდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ბანერები რუსული წარწერებით, პატრულირების დროს აღმოაჩინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში „გამაფრთხილებელი“ ბანერის აღმართვის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ე.წ. “გამაფრთხილებელი” ბანერის აღმართვის ფაქტს. 2008 წლიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ უკანონო აქტივობებს, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბირდერიზაციას, სამხედრო ინფრასტრუქტურის უკანონო მოწყობას და ა.შ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფიქსირებს საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს, თითოეულ მათგანზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია რეალურ დროში მიეწოდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი უკანონო აქტივობები ასევე განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

95 ნახვა
desktop
mobile catfish