300-ზე მეტ სკოლაში ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლება აღდგება

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლა აღდგება მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლის 330 თუ 332 სკოლაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამ სკოლებში უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას. შევისწავლეთ ამ სკოლების რამდენ მოსწავლესა და მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია. რამდენი მასწავლებელია აცრილი. ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რომ ამ 330 თუ 332 სკოლაში დასწრებული სასწავლო პროცესი აღდგეს. იმიტომ, რომ იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჩამოაყალიბა „უსაფრთხო სკოლების კონცეფცია“. „რამდენიმე დღეში ეს კონცეფცია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროსთან ერთად იქნება განხილული და იქ ჩამოყალიბდება კრიტერიუმები მუნიციპალიტეტის სკოლებსა დიდ ქალაქებში რა თანმიმდევრობით უნდა აღდგეს სწავლა. როცა შევჯერდებით, შემდეგ ამას განიხილავს და დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხდა გამყრელიძემ.

89 ნახვა
desktop
mobile catfish