სოფელ ხოვლეში სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის მოსავლის ჩაბარებას მოსახლეობა დღეიდან შეძლებს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად ხილის ბაღები და ვენახები დაზიანდა. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და ვითარებას გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება 10 სექტემბრიდან არის დაგეგმილი, თუმცა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, ხოვლელი ფერმერები სეტყვისგან დაზიანებული ვაშლის ჩაბარებას დღეიდან, 8 სეტემბრიდან შეძლებენ.

,,კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში რამდენიმე დღის წინ მოსულმა სეტყვამ  რამდენიმე ჰა. ვაშლის ბაღი დააზიანა, ასევე დაზიანდა ყურძნის ვენახები, ხეივნები. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის ჩაბარება გადამამუშავებელ საწარმოებში. არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება დაგეგმილი იყო 10 სექტემბრიდან, თუმცა, ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამის სამსახურებთან და საწარმოებთან შეთანხმებით, თარიღი გადმოვწიეთ და დღეს, 12 საათიდან, მოსახლეობა უკვე შეძლებს ვაშლის ჩაბარებას. ასევე, მთავრობა მაქსიმალურად დაუდგება გვერდში მცირემიწიან ფერმერებს, ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ მოხდება ზარალის აღწერა, თუ რა ზიანი მიადგათ მათ და შემდგომში, მთავრობასთან ერთად ვიმსჯელებთ, რა ფორმით და რა სახის დახმარების გაწევას შევძლებთ“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

39 ნახვა
desktop
mobile catfish