გორი-იგოეთის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე, იგოეთის სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა სამი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიისას ერთმანეთს მაგისტრალზე მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.

133 ნახვა
desktop
mobile catfish