ერთ კვირაში გრიპის საწინააღმდეგო აცრა დაიწყება – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

მოგეხსენებათ, ნოემბერში ქვეყანაში ცივი სეზონი იწყება, ერთ კვირაში ჩვენ გრიპის ვაქცინაციას დავიწყებთ იმიტომ, რომ გრიპი ნოემბერში უკვე გამოჩნდება. ამის მზადყოფნა უნდა იყოს, მაგრამ მთავარი დღეს არის მაინც კოვიდი, რომელმაც დღესაც 38 ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა.

200 000 დოზა გრიპის ვაქცინა ვიყიდეთ წელს სახელმწიფომ – 43 000 უკვე შემოვიდა წინა კვირის ბოლოს. პირველ ეტაპზე ამით აიცრება სამი დიდი რისკჯგუფი, ეს იქნება სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორსულები. შემდეგ უკვე ოქტომბერში შემოვა დანარჩენი 150 000 დოზა და დანარჩენი რისკჯგუფები აიცრებიან. მე ვიცი, რომ კერძო სექტორს ყოველწლიურად შემოაქვს რამდენიმე ათეული ათასი დოზა.

შეიძლება გრიპის და კორონავირუსის ვაქცინა ერთ დღეს გაიკეთოთ, ერთ მკლავზე ერთი, მეორე მკლავზე მეორე.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

28 ნახვა
desktop
mobile catfish