15:00 საათის მონაცემებით, გორში ამომრჩეველთა აქტივობამ 30% შეადგინა

გორში 15:00 საათის მონაცემებით არჩევანი 34 284-მა მოქალაქემ გააკეთა. რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 30,4%-ია. 

12:00 საათის მონაცემებით, გორის ოლქში მოსახლეობის აქტივობა 16% იყო, 10:00 საათზე კი – 7%. 

დღის განმავლობაში გორის საარჩევნო ოლქის, საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. ამ დროის მონაცემებით გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში 4 საჩივარი შევიდა. 

26 ნახვა
desktop
mobile catfish