23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს  მიენდეთ ემოციებს. შესაძლოა სასიამოვნო თავგადასავლები გქონდეთ. საქმიდან, რომელშიც დიდი ენერგია და ძალისხმევა გაქვთ ჩადებული, შემოსავალს მიიღებთ. მოსალოდნელია მატერიალურად წინ წახვიდეთ. 

კურო

სასიყვარულო დღე გელით, რასაც სამწუხაროდ მოჰყვება იმედგაცრუება და ინტრიგები. Უმჯობესია დღეს ფიზიკურად დაიტვირთოთ,რადგან ეფექტურად ჩაიაროს დღემ. Მოუგვარებელ საქმეებისთვის,სხვადასხვა საშუალებების პოვნას შეძლებთ. ძველი მეგობრების რჩევები სასარგებლო იქნება. 

ტყუპები

დღეს ყველა საქმე გადადეთ და დრო საკუთარ თავს და დასვენებას დაუთმეთ. Ეს დაგეხმარებათ. 

კირჩხიბი

კარგი დღეა ფინანსური კეთილდღეობისთვის და მოგზაურობისთვის. გამორიცხული არ არის, რომ იმედი გაგიცრუონ იმ ადამინებმა, ვისიც გჯეროდათ. თამამად წადით შეხვედრაზე უცხოური კომპანიების წარმომადგენლებთან. 

ლომი

კარგი დღეა ფინანსური კეთილდღეობის საკითხების მოსაგვარებლად, რაზეც პირდაპირ დამოკიდებულია მოგზაურობა. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. 

ქალწული

უფროსებთან იკამათებთ, თუმცა ძალიან ნაყოფიერი სამუშაო დღე გელით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს,შესაძლოა დაშორდეთ.

სასწორი

დღევანდელი დღე გამორჩული იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებებით და მოულოდნელი, უსიამოვნო ცნობის მიღებით. შეიძლება მიიღოთ ფული, თან რამოდენიმე ადგილიდან. იქონიეთ მეტი სიმტკიცე და მობილიზდით.

მორიელი

კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევისთვის ან ოჯახური დღესასწაულის აღნიშვნისთვის. არსებობს ემოციური აფეთქების ალბათობა და თუ თქვენ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა გიწევთ, შეეცადეთ მართოთ საკუთარი თავი. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.

მშვილდოსანი

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის კარგი დღეა. ასევე კარგია ოჯახური დღესასწაულის აღნიშნვა ან ქორწინება. თუ ნაჩხუბარი ხართ ვინმესთან, დროა შერიგდეთ. 

თხის რქა

დღევანდელი საღამო ცოლ-ქმრულ ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდის. ყურადღება მიაქციეთ პროფესიული ამოცანების გადაჭრას. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობისას.

მერწყული

დღეს შეგიძლიათ სრულად მიენდოთ გრძნობებს. გადადეთ სამსახურებრივი მივლინება. რაც დაგეგმილი გაქვთ, ყველაფერი გააკეთეთ, მოაგვარეთ სადავო საკითხები მეზობლებთან და სტუმრების მისაღებადაც მოემზადეთ.

თევზები

დღეს სასიყვარულო განცდები, იმედგაცრუება და ინტრიგები გელით. წარმატება მხოლოდ მაშინ გელით, როცა შეძლებთ მომენტის სწორად შერჩევას. 

65 ნახვა
desktop
mobile catfish