კითხვაზე, იყო თუ არა იარაღი დატენილი ნამდვილი ტყვიით, მან  უპასუხა: „მე… მე ამას ვერ გეტყვით…”რა მოხდა რეალურად “Rust” – ის გადასაღებ მოედანზე

იარაღი , რომელიც გადასცეს ალეკ ბოლდუინს ფილმის გადაღებაზე, გამოცხადებული იყო უსაფრთხოდ, სასცენო რეჟისორის ასისტენტის მიერ, წერილობით ჩვენებაში. 

წერილობითი ჩვენების თანახმად , გადასაღებ მოედანზე AD ყვიროდა “ცივი იარაღი” რაც ნიშნავს იარაღი იყო უსაფრთხო (წესით) და არ შიცავდა საბრძოლო ტყვიებს. თუმცა.. როცა ბოლდუინმა იარაღი  გაისროლა , იარაღმა საბრძოლო ტყვია გაისროლა და მოხვდა ოპერატორს მკერდში ხოლო რეჟისორს მხარში, როგორც ცნობილია გარდაცვლილი ოპერატორი რეჟისორის წინ იმყოფებოდა უბედურ მომენტში. 

AD- მა არ იცოდა რომ საბრძოლო ტყვიები იარაღში იმყოფებოდა,  ჩვენებაში ნათქვამია რომ იარაღი გადაღებისთვის ადრევე შეამზადეს . 

პარასკევს სანტა ფეს სასამართლოში შეტანილი ჩვენება ასევე შეიცავდა ჩხრეკის ორდერს, რომელიც ითხოვდა გამოძიების ჩატარებას შენობაში, სადაც ინციდენტი მოხდა, რომელიც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო მაგისტრატის მოსამართლის მიერ. Times-ის ცნობით, ჩხრეკა თოფიდან აიღებს ბიოლოგიურ მტკიცებულებებს და ნახავს ნებისმიერ ვიდეო კადრს, რომელიც შესაძლოა ჩაწერილი ყოფილიყო.

საბუთში ნათქვამია, რომ გასროლის შემდეგ , იარაღისმატარებელს  გადაეცა ხრახნიანი პისტოლეტი, შემდეგ კი მან იარაღიდან ამოიღო „დახარჯული ვაზნა“, სანამ პოლიციას გადასცემდა. ბოლდუინს ეცვა ტანსაცმელი, რომელიც შეესაბამებოდა მის კოსტიუმს ფილმისთვის (Old Western Style Clothes), მაგრამ გამოიცვალა და ტანსაცმელი პოლიციას გადასცა, რომელიც, Times-ის ცნობით,  “სისხლით იყო შეღებილი”.

Albuquerque Journal- მა, რომელმაც მიიღო გადასაღებ მოედანზე გადაუდებელი ზარის აუდიოჩანაწერი, იტყობინება, რომ ქალმა, რომელმაც თავი სცენარის მენეჯერად წარადგინა, თქვა: „ორი ადამიანი შემთხვევით დახვრიტეს თოფით ; ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება. “

კითხვაზე, იყო თუ არა იარაღი დატენილი ნამდვილი ტყვიით, მან  უპასუხა: „მე… მე ამას ვერ გეტყვით… და AD, რომელიც სადილზე მიყვიროდა – და მთხოვდა შესწორებებს – ის უნდა ამოწმებდეს  იარაღს, ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება გადასაღებ მოედანზე. ” – თქვა ქალმა. 

ჯერჯერობით დანაშაული არავისთვის წაუყენებიათ.

38 ნახვა
desktop
mobile catfish