რა გეგმები აქვს ზაზა გულიაშვილს გამარჯვების შემთხვევაში

ქარელი მეორე ტურის მოლოდინში-ზაზა გულიაშვილი ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. მისი თქმით საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში და სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს. გულიაშვილის თქმით ის აქტიურად ხვდება მხარდამჭერებსა და მოსახლეობას. მერობის კანდიდატი ფიქრობს მეორე ტურში გაიმარჯებს და ის ხმები რომელიც პირველ ტურში დააკლდა მეორე ტურში მის სასარგებლოდ გაიზრდება. ,, გამარჯვების შემთხვევაში აპირებს რამდენიმე სოფელი ესენია: ზემო ხვედურეთი, ტახტიძირი თამარაშენი და საღოლაშენი სასმელი წყლით სრულად უზრუნველყოთ და ყველა ოჯახამდე მივიყვანოთ, ამისთვის პროექტი უკვე მზადაა . ასევე ვაპირებ შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას და სანიაღვრე არხების მოწყობას. ჩვენთვის ასევე ასვე პრიორიტეტია მაღალმთიანი სოფლებისთვის ხელშეწყობა. გარდამავალ პროექტებზე მინდა ვთქვა – იმერხევის მიმართულებით ასფალტირება მიმდინარეობს და მომდევნო წელს დასრულდება. იმერხევი არის მაღალმთიანი სოფელი და ჩვენ ხელს უწყობთ ამ სოფლების განვითარებას რათა მოსახლეობის დაბრუნება მოხდეს “ ქარელში მეორე ტური მერობის კანდიდატებს შორის გაიმართება ასევე ორ სამაჟირატორო ოლქში საკრებულოში მოსახვედრად ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების წევრები იბრძოლებენ.

36 ნახვა
desktop
mobile catfish