მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, აქციაზე ყველა ადამიანი იყოს პირბადით – მდინარაძე

ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ადამიანი იყოს პირბადით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ჟურნალისტებს დღევანდელ აქციაზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიაწვდიან პირბადეს ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც არ იქნება პირბადით და ჩვენ ამით მინიმუმამდე დავიყვანთ რისკებს, რომ კოვიდის გავრცელების საფრთხე დღეს არ არსებობდეს. ყველა ადამიანს მოვუწოდებ, რომ დავიცვათ ის ელემენტარული რეგულაცია, რასაც პირბადის გაკეთება ჰქვია, ამ შემთხვევაში ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ ერთი ადამიანიდან ვირუსის მეორეზე გადადების რისკს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება – ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.

თრიალეთი TV