28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღევანდელი დღე თავისუფლებას მოგანიჭებთ, რაც დაგეხმარებათ ბევრი საკითხის მოგვარებაში. სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობა დაიძაბება.  

კურო

პლანეტების განლაგება საქმიანობის კარგად განვითარებას გიწინასწარმეტყველებთ. თამამად შეგიძლიათ განახორციელოთ ფულის დაბანდება ან გაპროცენტება.

ტყუპები

კარგი დღეა მშენებლებისთვის, ტექნიკისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის. გამოიჩინეთ ტაქტი და გულკეთილობა. შესაძლოა სარფიანი წინადადება შემოგთავაზონ, რომელზეც უარის თქმა არ ღირს.

კირჩხიბი

დღეს სავსე ხართ ენერგიით. ზედმეტი ეჭვიანობა და იმპულსურობა შეიძლება არაგონივრული საქციელის ჩადენის მიზეზი გახდეს. ნაყოფიერი იდეები მიგივათ.

ლომი

დაძაბული დღე იქნება დილიდანვე. თქვენ უფრო სერიოზული და შრომისმოყვარე იქნებით. დღის მანძილზე თავი აარიდეთ კატეგორიულ განსჯას და ინდივიდუალურ მუშაობას, რაც კონცენტრაციას მოითხოვს. 

ქალწული

კარგი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის. საღამოს მეგობრების გარემოცვაში გაატარებთ.ფრთხილად იყავით ხელმძღვანელთან ურთიერთობისას.

სასწორი

დღეს უნდა იზრუნოთ ახლობლების უსაფრთხოებაზე, რადგან დიდია ტრავმების მიღების ალბათობა. შესაძლოა მომგებიანი საქმე შემოგთავაზონ. წარმატებული დღეა მეწარმეობისა და ვაჭრობისთვის.

მორიელი

 დღეს უფრო აქტიური და შრომისმოყვარე იქნებით. ხდებით. დღევანდელი შენაძენი დაკავშირებულ იქნება ფარულ ქორწინებასთან. ფრთხილად იყავით თვითმფრინავით მგზავრობისას.

მშვილდოსანი

სასიცოცხლო ძალებისა და შემოქმედებითი ენერგიის ნაკლებობა გექნებათ. დღეს ზედმეტად ემოციური იქნებით. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ საჭიროა ახლობლების მონახულება.

თხის რქა

დღეს შესაძლოა ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მოგართვან. ნუ მოიხიბლებით მაცდური წინადადებებით. კარგი დღეა მრავალმხრივი ურთიერთობისთვის, მეგობრებთან შეხვდერისა და საქმიანი პარტნიორობისთვის. 

მერწყული

დღევანდელი დღე წარმატებებს გპირდებათ სიყვარულში. კარგი იქნება პაემანზე წასვლა. დღეს დანიშნული საქმეები წარმატებით ჩაივლის. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე.

თევზები

კარგი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. დღეს ზედმეტად ემოციური იქნებით. თავს ვერ აარიდებთ სერიოზულ და უსიამოვნო საუბარს. 

38 ნახვა
desktop
mobile catfish