პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი სარჩელი მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას არ შეეხება, ზოგიერთი გუშინწინდელი წევრი დღეს სხვა პარტიაშია, მაგრამ გუშინწინდელი დანაშაულის გამო პასუხი უნდა მოეთხოვოს - სიაში რამდენიმე ასეული წევრი იქნება
44 წუთის წინ

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი სარჩელი მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას არ შეეხება, ზოგიერთი გუშინწინდელი წევრი დღეს სხვა პარტიაშია, მაგრამ გუშინწინდელი დანაშაულის გამო პასუხი უნდა მოეთხოვოს - სიაში რამდენიმე ასეული წევრი იქნება

[საკონსტიტუციო სარჩელში] მნიშვნელოვანია, იყვნენ ადამიანები, რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ჰქონდათ ან დღესაც აქვთ კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და საქმიანობაზე. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა პოლიტიკურ აკრძალვასთან დაკავშირებით მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი, გუშინწინდელი წევრი, დღეს სხვა პარტიაშია, მაგრამ გუშინწინდელი დანაშაულის გამო, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი იყო, როცა არა კონსტიტიცური ქმედებების მქონე პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკანონმდებლო ბაზა არ არსებობდა.

„ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტია, რაც ჩვენთან, მანამდე კანონმდებლობაში არ იყო მოწესრიგებული, იცით, რომ განსაზღვრული იყო მხოლოდ პარტიისთვის საქმიანობის აკრძალვა, მაგრამ პარტია არ არის იურიდიული ფორმა, პარტიის არაკონსტიტუციურობას განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც ამ პარტიის იდეოლოგები და მმართველები არიან. შესაბამისად, ეს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზიც იყო ჩვენთან, რომ არა კნოსტიტიცური ქმედებების გამო პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკანონმდებლო ბაზა არ არსებობდა. ასე რომ, ზუსტად ამ სტანდარტის დამკვიდრება ხდება ლოგიკური და გასაგებია, რომ თუკი, პარტია არაკონსტიტუციურია, თუკი, პარტია შუღლს აღვივებს, თუკი პარტია ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, თუკი, პარტია კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმდებს, მოქმედებს არა როგორც იურიდიული პირი, არამედ, ის ადამიანები, რომლებიც პარტიის ქმედებებს განაპირობებენ. ასე, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო სარჩელზეც, რომელიც რამდენიმე დღეში მზად იქნება.

„მზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელშიც მივუთითებთ, ვის ვგულისხმობთ, ან ჩვენი წარმოდგენით, რომელი პარტიები არიან, რომლებიც კონსტიტუციას არღვევენ და არაკონსტიტუციურად არიან გამოცხადებელი... ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად იქნება იმ ადამიანების სია, რომლებზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყვნენ და არიან გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისი პოლიტიკური გავლენის მქონე პარტიაზე და ზოგადად, ამ პარტიის პოლიტიკურ პლატფორმაზე. ეს ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითვაზე, თუ ვინ შეადგენს ინდივიდუალური პირების სიას, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ „სიაში იქნებიან ადამიანები, რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ჰქონდათ, ან დღესაც აქვთ კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“.

„ეს კანონის ნაწილია, შემდეგ, უკვე სარჩელში, სასარჩელო მოთხოვნაში გაიწერება ის პარტიებიც, რომლებიც ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციას არღვევენ და ის ინდივიდებიც, რომელთა პოლიტიკური პარტიის წვერობა და სხვა ასეთი საქმიანობა შესაზღუდი იქნება. რა თქმა უნდა, აქ ყველა პარტიის წევრი არ იგულისხმება, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვიცი რამდენი წევრი ჰყავს, მაგრამ ვგულსიხმობთ, რომ რამდენიმე ასეული წევრი იქნება, აქ მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ჰქონდათ, ან აქვთ დღესაც კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და საქმიანობაზე. ჩვენ სასარჩელო მოთხოვნა პოლიტიკურ აკრძალვასთან დაკავშირებით მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი - გუშინწინდელი, დღეს სხვა პარტიაშია, მაგრამ გუშინწინდელი დანაშაულის გამო, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. ჩვენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვგულსიხმობთ, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნაში, ვინც არიან მათი ფიზიკური დანაყოფები, ნაწილი, თუ ქოლგის ქვეშ მყოფი და ა.შ. თუ კონკრეტულად, რომელი პარტიები იქნება სასრჩელო მოთხოვნაში, ნახავთ.

საგამძიებო კომისიის საქმიანობა ეხებოდა არამხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც რა თქმა უნდა, ქართულ პოლკიტიკაში ბოროტების ძირია, ეხებოდა კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურებისა, თუ პარტიებისა, ამიტომ საუბარია არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ვიღაცებზე, არამედ საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ პარტიებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შარშან, „1 120 000-მა ადმიანმა საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას კონსტიტუციის დამრღვევი პარტიების წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები