ვაზიანის დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, მერე კი თავი მოიკლა

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს და სიდედრს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

99 ნახვა
desktop
mobile catfish