500-ლარიანი ერთჯერადი დახმარება მოსახლეობას – ვის ეხება მთავრობის ახალი ინიციატივა

მიმდინარე, 2022 წლიდან ერთჯერადი დახმარებების სახით თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებსა და ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ 50 წლიდან ზევით მოქალაქეებს სახელმწიფო გასაცემლებიდან ერთჯერადი დახმარების სახით 500 და 200 ლარი გადაეცემათ.

გასულ წლებში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებში, მერიებსა და მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარების პროგრამები არსებობდა, თუმცა მიმდინარე წელს, 2022 წლის ბიუჯეტით რა ტიპის დახმარებები იქნება გათვალისწინებული მოსახლეობისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის, მხოლოდ ცნობილია, რომ 2022 წელს თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ხელისუფლებამ წამახალისებელი ფულადი ჯილდო 50 წლიდან ზემოთ მოქალაქეებისთვის 200 ლარის ოდენობით დააწესა.

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ვაუჩერს 40 000 პენსიონერი მიიღებს, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარია გამოყოფილი, თითოეული სოციალურად დაუცველი პენსიონერი ერთჯერადად 500 ლარს მიიღებს.

პენსიონერები ვაუჩერით ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას შეძლებენ – გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ასე შემდეგ.

“მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერის თემა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო.  სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იანვრიდან, უკვე წლის ნებისმიერ დროს, მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტები შეიძინონ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ვაქცინის გაკეთების მსურველები კი ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 50 წლიდან ზევით მოქალაქეები წამახალისებელ 200 ლარს ერთჯერადად მიიღებენ. 

“ვაქცინაციის წახალისების პროგრამა გრძელდება. 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემის პირობა გაფართოვდა.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, იანვრის თვიდან ერთჯერადი დანამატის მიღება, უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ 200 ლარიან დანამატს მოქალაქე მიიღებს იანვრის ბოლომდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ.

396 ნახვა
desktop
mobile catfish