ყინვა, ძლიერი თოვა, ქარბუქი და მოყინული გზები – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

Cars driving on country road in winter, driving snow

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

“საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 14 იანვარს, +3 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +4 გრადუსი, ღამე კი -8 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -13-15 გრადუსი იქნება, მაღალმთიანში კი, -15 გრადუსი იქნება ღამის განმავლობაში.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს ტემპერატურა +5 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +7, ღამე კი -3 გრადუსი. დასავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -10 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალმთიანში კი -16”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: