„დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ მოთხოვნა, გადასახედია“

„დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ, მოთხოვნა, გადასახედია“ – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ინფექციის კონტროლის კუთხით, ისედაც დიდად არ გაამართლა, მაგრამ ახლა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ., საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა. დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ,“-წერს ბუწაშვილი.

22 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish