35 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა – ლაგოდეხში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

ლაგოდეხში 35 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ სამი შვილის დედა, ლაგოდეხის მუნიცილიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ნონა ჭაბაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

წყარო: რუსთავი2

49 ნახვა
desktop
mobile catfish