ამირან გამყრელიძე: ძალიან გთხოვთ ყველას, გაიკეთეთ „ბუსტერი“

ამირან გამყრელიძე

ჩემი თხოვნაა და კიდევ ერთხელ მოწოდება საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ ყველა ავიცრათ, ვინც არ არის აცრილი ორი დოზით, მაგრამ ორი დოზით აცრილი ბრძანდებით? ძალიან გთხოვთ ყველას, რომ მიბრძანდეთ და გაიკეთოთ „ბუსტერი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მასობრივი ბუსტერიზაციაა.

„ბუსტერი შეგიძლიათ გაიკეთოთ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“, მაგრამ ბუსტერის უმრავლესობა, 85% დღეს მაინც „ფაიზერზე“ მოდის. დამიჯერეთ, „ფაიზერით“ ბუსტერიზაცია საკმაოდ იცავს „ომიკრონით“ ინფიცირებისგან. ამავე დროს, ბუსტერიზირებული რომც დაინფიცირდეს, პროცესი ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ამიტომ დღეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მასობრივი ბუსტერიზაციაა, რათა ჩვენ ეს ტალღა შედარებით მსუბუქად გადავიაროთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

253 ნახვა
desktop
mobile catfish