ოკუპანტები სოფელ მეჯვრისხევში გამოჩნდნენ

სოფელ კირბალის შემდეგ ოკუპანტები სოფელ მეჯვრისხევთანაც გამოჩნდნენ. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა მანიშნებლები სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაამაგრეს, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს. სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ თუ ეს დემარკაციის წინამოსამზადებელი სამუშაოებია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლოა ორი ადგილობრივის სახლი და ბაღი, ასევე სასაფლაოს ნაწილი, საძოვრები და სარწყავი არხი მოექცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბორდერიზაციას არ ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ უკანონო სამუშაოები ღრმად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი და საკითხი ყველა არსებულ ფორმატში განიხილება

60 ნახვა
desktop
mobile catfish