2022 წლამდე კოვიდით 143 მედმუშაკი დაგვეღუპა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 31 დეკემბრამდე კოვიდით 143 სამედიცინო მედმუშაკი დაიღუპა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 2022 წლამსდე გამოვლენილი ინფიცირების ჯამური მაჩვენებლიდან მედიკოსებზე 3,2% მოდის. 

“მთლიან ინფიცირებაში 31 დეკემბრის მონაცემებით 3,2 % არის სამედიცინო პერსონალი. იანვარში ეს პროცენტი უფრო მეტად გაიზრდებოდა, რადგან ჩვენ იანვარში სერიოზული “ომიკრიონუის” სერიოზული გავრცელება გვაქვს. გამომდინარე აქედან სამედიცინო პერსონალი, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებდა. რაც შეეხება გარდაცვალებას, 31 დეკემბრამდე 143 სამედიცინო პერსონალი დაგვეღუპა კოვიდით,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

44 ნახვა
desktop
mobile catfish