სოფელ ორთაშენში სამხედროს ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სამხედრო პირია.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ავტოსგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მამაკაცს სატრანსპორტო საშუალება დაეჯახა და სახიდე გადასასვლელიდან გადავარდა.

როგორც „თრიალეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

334 ნახვა
desktop
mobile catfish