პოლიტიკა

მაია კოპალეიშვილი - „ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით - ეს ორი პოლიტიკური პარტია ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში ახდენს შეყოლას
1 საათის წინ

მაია კოპალეიშვილი - „ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით - ეს ორი პოლიტიკური პარტია ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში ახდენს შეყოლას

„ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია რომ გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს სწორედ ოპოზიციის მხრიდან არასიმტკიცისა და არათანმიმდევრულობის შედეგია კონკრეტულად ამ ორი პარტიის მხრიდან - ეს ორი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში შეყოლას ახდენს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსს“„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, ამას უყურებს საზოგადოებაც და ნდობა ეკარგებათ კოლექტიურად ოპოზიციის მიმართ.

„რეჟიმი აუცილებლად რეჟიმისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმებით და თანმდევი მომენტებით უნდა შევაფასოთ. უნდა ვიბრძოლოთ თანმიმდევრულად და მტკიცედ - ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია თანმიმდევრული და მტკიცე იყოს. მაგალითად, „ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია რომ გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს სწორედ ოპოზიციის მხრიდან არასიმტკიცისა და არათანმიმდევრულობის შედეგია კონკრეტულად ამ ორი პარტიის მხრიდან. ამით საზრდოობს „ქართული ოცნება“. ამას უყურებს საზოგადოებაც და ნდობა ეკარგებათ კოლექტიურად ოპოზიციის მიმართ მაშინ, როცა ჩვენი კოალიცია თანმიმდევრულად და მტკიცედ მიჰყვება თავის ნათქვამს, „ქართულ ოცნებას“ არცერთ თამაშში არ შეჰყვა. ეს ორი პოლიტიკურ პარტია და ჯგუფი ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში შეყოლას ახდენს. ამით როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულია? ამიტომ მესმის იმ ხალხის, რომელიც ოპოზიციას ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, რომ ოპოზიციისთვის ეჭვის თვალით ყურებასთან ერთად, რაც საკმარისი არ არის, უნდა გააძლიერონ ზემოქმედება იმ პარტიებზე, რომლებიც არათანმიმდევრული და არამტკიცეები არიან და „ქართული ოცნების“ თამაშში შეყოლას აპირებენ რაღაცა შეფუთული კონსტიტუციით გათვალისწინებული თვითმმართველობის არჩევნებით. დამისახელონ თუნდაც ერთი დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმი, რაც ახლა ჩვენთან, ფაქტობრივად გაფორმდა, სადაც კონსტიტუცია მოქმედებს. კონსტიტუცია ქაღალდზე დაწერილი დოკუმენტია თუ ის სისრულეში არ მოიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტებმა. ამიტომ, მინდა ამ პოლიტიკურ პარტიებსაც მივმართო: გამოვიდნენ ფსევდოშეფუთული საუბრებიდან, მაინც ვერ მოახდენენ ამ ფსევდოშეფუთული საუბრებით თავიანთ ლეგიტიმაციას, იზრუნონ ქვეყანაზე და არ შეჰყვნენ „ქართულ ოცნებას“ ამ თავის პოლიტიკურ თამაშებში“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები