გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი შტაბი დღეიდან ამოქმედდა

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად, მერიის შენობაში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ასევე მერიის მიერ მოხდება პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთების შეძენა.
მათივე ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
„მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და რიგით თანამოქალაქეებს!
გორის მუნიციპალიტეტის მერია ასევე მზადაა, მაქსიმალურად დაეხმაროს საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს.
დღეს მერის მოადგილე გორში მყოფ უკრაინელებს შეხვდა და მათ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა.
186 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish