გორის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლებში 1367 მოსწავლე ირიცხება

გორის მუნიციპალიტეტში სამუსიკო და სახელოვნებო სკოლებში 1367 მოსწავლე ირიცხება. აქედან 257 მოსწავლე 2021-2022 სასწავლო წელსაა ჩარიცხული -ამის შესახებ ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს 2021 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
,,პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობის დადგენილების შესაბამისად გაკვეთილები პერიოდულად დისტანციურად იმართებოდა, რასაც ხელი არ შეუშლია მოსწავლეებისთვის, აქტიური მონაწილეობა მიეღოთ კონკურსებსა და ფესტივალებში.” – აღნინშულია დოკუმენტში.
სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების განყოფილების სექტორებია:გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა, გორის ვანო მურადელის სახელობის მუსიკალური სკოლა, სოფ.ატენის, სკრის,ხელთუბნის, ტყვიავის,ტირძნისის მუსიკალური სკოლები და კონსტანტინე მეღვინეთუხუცესის სახელობის სოფელ ხიდისთავის ხელოვნების სკოლა.

113 ნახვა
desktop
mobile catfish