გორის ერისთავის სახელობის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დაინიშნა.
პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე აღნიშნულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. შესაბამისი ბრძანება მინისტრმა უკვე გამოსცა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეს პროფესიული განათლება საქართველოსა და გერმანიაში აქვს მიღებული. ის 25 წელზე მეტია ემსახურება ქართული თეატრს, როგორც რეჟისორი და სპექტაკლების მხატვრული გამფორმებელი. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე ასევე რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის ერთ-ერთ დამფუძნებელია და არაერთი სპექტაკლი აქვს დადგმული ამ სცენაზე. გარდა ამისა, იგი არის არაერთი მასობრივი ხასიათის ღონისძიების რეჟისორი (სახალხო ზეიმი „თბილისობა 2013“ – რეჟისორი; 2017 წელს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიება – რეჟისორი; 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია – კრეატივი/დაგეგმარება და სხვა).
შეგახსენებთ, რომ გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა, რომელიც 2022 წლის 24 იანვარს ჩაიშალა და განმეორებით 2022 წლის 25 იანვარს გამოცხადდა.
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას გასული ოთხი წლის განმავლობაში დავით ჩხარტიშვილი იკავებდა.
197 ნახვა

leave a reply

desktop
mobile catfish