პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 მარტს, პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებსა და ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს.პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით გამოვა, 12:00 საათზე დაიწყება.პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ. სულ შვიდი გამომსვლელი იქნება, რომელთა სიტყვით მიმართვისთვის 10-10 წუთი განისაზღვრა.პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.პრეზიდენტის გამოსვლის დღეს პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია.
პრეზიდენტი პარლამენტს მოხსენებით ხვალ მიმართავს

126 ნახვა