უკრაინაში ორი ქართველი მოხალისე დაიღუპა

უკრაინაში, კიევის ოლქში, ირპენში ბრძოლებისას ორი ქართველი მოხალისე დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა მეუღლის მეშვეობით ავრცელებს.

„გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ „ორკების“ 3 ერთეული ჯავშან ტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა. ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა დაიღუპა, ქართველი მებრძოლები: დავით რატიანი და გია ბერუაშვილი დაიღუპა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მათ სულებს“, –აცხადებს ქაცარავა.

შემთხვევა გუშინ, 17 მარტს მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის საელჩოში საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

127 ნახვა
desktop
mobile catfish