თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენისას, არაკეთილსინდისიერი ქმედებების აღკვეთის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში ცხელი ხაზი ამოქმედდა

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენისას, არაკეთილსინდისიერი ქმედებების აღკვეთის მიზნით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ცხელი ხაზი ამოქმედდა.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქალაქეების მიმართვიანობის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ზემოხსენებულ ფაქტებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.„იმ შემთხვევაში, თუ თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატის შეძენისას სააფთიაქო ქსელებში შეგექმნათ გარკვეული ბარიერი, ფარმაცევტული კომპანიისგან ვერ მიიღეთ ინფორმაცია მედიკამენტის სარეალიზაციო ადგილისა და ღირებულების შესახებ, პრეტენზიის დასაფიქსირებლად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 ან გადმოგზავნოთ ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე info@moh .gov .ge“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

156 ნახვა
desktop
mobile catfish