პოლიტიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით 27 დეკემბერს, ახალგაზრდული მსვლელობა - „მომავალი ჩვენია“ გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ორგანიზატორები „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებენ.  როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მსვლელობა 18:00 საათზე დაიწყება.
30 წუთის წინ

„27 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში შევიკრიბებით და ახალგაზრდული მსვლელობით პარლამენტთან გადავინაცვლებთ.

უწყვეტი წინააღმდეგობის 395-ე დღეს ყველას კვლავ დავანახებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დასაცავად ბრძოლაში. ეს არ იქნება უბრალო აქცია, რადგან საშუალება გექნებათ:

მოუსმინოთ სინდისის პატიმრების წერილებს;

მიიღოთ სიმბოლური საჩუქრები;

მოიტანოთ საჩუქრები, წვლილი შეიტანოთ და წინასაახალწლოდ გაახაროთ მზრუნველობა მოკლებული ბავშვები;

გაუგზავნოთ წერილები სინდისის პატიმრებს.

სხვა თავგადასავლებზე აქ არ მოგიყვებით, წინასაახალწლო სიურპრიზად დავტოვებთ...

გპირდებით, ამ დღეს ქუჩაში იქნება ახალგაზრდული ენერგია, გულწრფელობა და რწმენა, რომ ცვლილებები ჩვენგან და ჩვენით იწყება.

ბრძოლა ბოლომდე, რადგან „ჩემო კარგო ქვეყანავ, მომავალი ჩვენია!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსვლელობის ორგანიზატორები არიან შემდეგი ორგანიზაციები: „დაასრულე“, „თავისუფალი აუდიტორია“, „ჯიპას სტუნდური ერთობა“ და „The future is ours“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები