ჯანდაცვის მინისტრი – სამწუხაროდ, აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა

როგორც ვნახეთ, ვაქცინა ნამდვილად იცავს – საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას იმუნიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი ძალიან არის შემცირებული.

“სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების ფართო არჩევანი გვაქვს, ახალი „ფაიზერის“ მოლოდინი იყო და ჩამოვიტანეთ, აცრის მაჩვენებელი ყოველდღე რამდენიმე ასეულია. ვფიქრობ, კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო, კიდევ უფრო მეტად რომ გააქტიურდეს. როგორც ვნახეთ, ვაქცინა ნამდვილად იცავს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევებისგან. საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ“, – აღნიშნავს მინისტრი.

83 ნახვა
desktop
mobile catfish