გორის მერიამ გაჭირვებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, სააღდგომო ნობათი დარიგდა.გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებსა და შშმ პირებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტები გადასცა.მერიის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახებს გორის მერის მოადგილეებმა პირადად მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და დღემდე მოსახლეობის დასახმარებლად, არაერთი აქცია განახორციელა,-” აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

410 ნახვა
desktop
mobile catfish