დირბში აღდგომის დღეს 22 წლის ბიჭი მოკლეს

ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ დირბში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს გავრცელებული ინფორმაციით, მას მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. 

შემთხვევა სოფლის ცენტრში, ერთ-ერთ მარკეტთან მოხდა. დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი ადგილობრივი არაა და ის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

1,756 ნახვა
desktop
mobile catfish