თამარ გაბუნია – საქართველოში მოსახლეობის 34%-ია ვაქცინირებული, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კი 100-150 შემთხვევას არ აღემატება

საქართველოში შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, სტაბილიზაციის ტენდენცია აშკარაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 100-150-მდე მერყეობს.

„საქართველოში შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, სტაბილიზაციის ტენდენცია აშკარაა. შემთხვევების გამოვლენისთვის ტესტირება გრძელდება. დღეში ინფიცირების მაჩვენებელი 100-დან 150 შემთხვევას არ აღემატება. კვირაში ერთხელ გამოქვეყნება ჯამური სტატისტიკა. კვლავ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელება და გაფართოება. ჩვენ დღეს მოსახლეობის 34% გვყავს ვაქცინირებული, რაც არ არის საკმარისი დაცვისთვის, თუ კვლავ იქნება გარკვეული მუტაციის რისკი”,- აღნიშნავს გაბუნია.

1,571 ნახვა
desktop
mobile catfish