დიმიტრი პესკოვი – ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი ნატოს სამხედრო ალიანსში ფინეთის გაწევრიანებას საფრთხედ მიიჩნევს და ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს უსაფრთხოების გაზრდას, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, ნატოს გაფართოება არ ხდის მსოფლიოს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის რეაქცია დამოკიდებული იქნება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოჰყვება ამ გაფართოების პროცესს, რამდენად შორს და რამდენად ახლოს იქნება ჩვენს საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი გააანალიზებს ფინეთის ნატოში შესვლასთან დაკავშირებულ ვითარებას და შეიმუშავებს აუცილებელ ზომებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, დღეს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადეს. „ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი ნატო-ში გაწევრიანებაზე,“- ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

330 ნახვა
desktop
mobile catfish