დღეს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

საქართველო მადრიდის სამიტისთვის ნატოელ პარტნიორებთან ერთად ემზადება. 2022 წლის ივნისის სამიტზე ალიანსის ასპირანტი სახელმწიფო მიწვეულია. ნატოში საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ახალ ნაბიჯებზე და რუსეთიდან მომავალი საფრტხეების ფონზე მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოში შეხვედრაზე ქვეყნის მთავარ პრიორიტეტზე- ნატოში გაწევრიანებაზე გააკეტებს აქცენტს.

117 ნახვა
desktop
mobile catfish