ანა ფოტიგა – წლებია ვიცი, რომ ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია – ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი ოცნება ასრულდეს

წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ფოტიგამ რუსთაველის გამზირზე ჩართვისას და მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.როგორც ფოტიგამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს.„წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. შესაბამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს, განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას ისევე, როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა ფოტიგამ.

558 ნახვა
desktop
mobile catfish