უკრაინელების შეტევის შემდეგ, რუსულმა ძალებმა კუნძული „ზმეინი“ დატოვეს

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ რუსულმა ძალებმა „ზმეინის“ კუნძული დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აღნიშნულს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„ზმეინის“ კუნძულზე რუსი ჯარისკაცები აღარ არიან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შესანიშნავად იმუშავეს“, – წერს ერმაკი.

შეგახსენებთ, „ზმეინის“ კუნძული უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა.

143 ნახვა
desktop
mobile catfish