საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელიც აფთიაქში შეიჭრა და თანხა გაიტაცა

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა 34 წლის ქართველი, რომელიც ამპელოკიფის აფთიაქში შეიჭრა და თანხა გაიტაცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამართალდამცველების თქმით, დაკავებულმა 2021 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე სამი დაწესებულება, მათ შორის, საეკლესიო ნივთების მაღაზია, აფთიაქი და საკონდიტრო დააყაჩაღა.

348 ნახვა
desktop
mobile catfish