covid-შემთხვევების დიდი ნაწილი მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია.

ასე აფასებს თამარ გაბუნია 10-17 ივლისს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალ დადასტურებულ შემთხვევას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარს ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს ომიკრონის მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე და დიარეა.

მისივე თქმით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე უნდა გაგრძელდეს.

“ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

394 ნახვა
desktop
mobile catfish