ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესებს კატეგორიულად გმობს და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

229 ნახვა
desktop
mobile catfish