რა უნდა გავითვალისწინოთ სწრაფი სესხის აღებისას?

დღეს, საქართველოში თითქმის ყველა კრედიტორი კომპანია გაძლევთ საშუალებას მიიღოთ თანხა მომენტალურად. ყოველთვის შეიძლება მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი და დაგჭირდეთთანხა, იმ მომენტში კი თქვენთვის საჭირო რესურსი არ გაგაჩნდეთ.

სესხი შეგიძლიათ აიღოთ როგორც კრედიტორი კომპანიის სერვის ცენტრში ვიზიტით, ასევე სახლიდან, ინტერნეტის საშუალებით.

იმისათვის, რომ სწრაფი სესხი ონლაინ მიიღოთ, საჭიროა:

  • ორგანიზაციის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
  • სწრაფი სესხისმოთხოვნა;
  • პირობების შეთანხმება (რომელსაც კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაივლით სატელეფონო ზარის მეშვეობით);
  • საბოლოო ეტაპი კი თანხმობაა ხელშეკრულებასა და გადახდის გრაფიკზე;

მოთხოვნილი თანხა დაგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე, რომელსაც გამოიყენებთ თქვენი მიზნებისათვის.

სესხი არის თანხა, რომელსაც დროებით აიღებთ თქვენს მიერ შერჩეული კომპანიისგან. ხელშეკრულებისა და შეთანხმების საფუძველზე დგინდება გარკვეული პირობები, რომელსაც ორივე მხარე, ანუ კრედიტორი კომპანია და მსესხებელი ემორჩილება. სანამ გადაწყვეტთ სესხით სარგებლობას, აუცილებელია დააზუსტოთ ყველა პირობა.

ნებისმიერი მიზეზი შეიძლება გახდეს სესხის აღების საფუძველი. მაგალითად: სტუდენტებისათვის სწავლის დაფინანსება, საცხოვრებელი სახლის შეძენა, საყოფაცხოვრებო ნივთებისა. შესაძლოა, მოგეწონათ კარკასული აუზები და მათი შეძენა გინდათ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც ასევე უნდა გაითვალისწინოთ არის თქვენი საბანკო ისტორია. საბანკო ისტორიას ქმნით სესხის აღებითა და შემდგომ მისი გადახდით. თუ თქვენ ყოველგვარი დარღვევების გარეშე გადაიხდით სესხს, ეს ყოველივე აისახება საბანკო ისტორიაში და, რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს მომავალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედებს უარყოფითად და შემდეგ უკვე სესხის ან ნებისმიერი ტიპის განვადების გაკეთება გაგიჭირდებათ. აქედან გამომდინარე, თუ გსურთ ნებისმიერ დროს მარტივად აიღოთ სესხი, ნუ დაარღვევთ პირობებს.

სესხის აღებამდე კარგად აწონ-დაწონეთ ყველა დეტალი. თქვენი ბიუჯეტი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ შემთხვევაში. სწორად გადაანაწილეთ და გათვალეთ შემოსავალი. თუ თქვენ მომავალში ვერ შეძლებთ აღებული სესხის გადახდას ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია სესხის აღებამდე მიზნობრიობის კარგად გაანალიზება. მაშინ, როდესაც თქვენს მიერ აღებულ სესხს არ მოაქვს დამატებითი შემოსავალი, კიდევ უფრო დიდ დაფიქრებას საჭიროებს.

არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხი, მაგალითად:

  • ავტოსესხი;
  • სამომხმარებლო სესხი;
  • იპოთეკა;

ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.

მინიმალური წარმოდგენა მაინც აუცილებელია, რომ გქონდეთ სესხთან დაკავშირებით. დანარჩენს კი სრულყოფილად კომპანიის წარმომადგენლები გაგაცნობენ.

ცხადია, კრედიტორი კომპანიების შერჩევა დიდ სირთულესთან ასოცირდება. ეს პროცესი საკმაო ძალისხმევასა და დროს მოითხოვს, რადგან თითქმის ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული.

აუცილებელია რამდენიმე კომპანიას გაეცნოთ, შეადაროთ და შემდგომ მიიღოთ გადაწყვეტილება. სწორედ, ასეთ სიტუაციაში თქვენ დაგეხმარებათ Finpanda, სადაც იპოვით ორგანიზაციების შემოთავაზებებსა და პირობებს. ასევე, პლატფორმის საშუალებით, შეგიძლიათ შეარჩიოთ საუკეთესო ონლაინ მაღაზია და ისარგებლოთ მათი სერვისებით. ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მხარე კი ის არის, რომ ყველაფერი ერთ სივრცეშია.

(R)

2,727 ნახვა
desktop
mobile catfish