რუსეთის ტერიტორიაზე, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან მობილური სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება

საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან რუსეთი მობილურ სამობილიზაციო პუნქტს განათავსებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.ასეთი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ოსეთის შსს-მ საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებთან თათბირის შემდეგ მიიღო.„შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაკადი სერიოზულად იზრდება. მიღებული ზომების მიუხედავად, ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია, რაც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ დამატებითი ზომების მიღებას საჭიროებს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან 3500-მდე ავტომობილი დაგროვდა, რომლებშიც „ძირითადად“ ასაკის გასაწვევი მოქალაქეები.

202 ნახვა
desktop
mobile catfish