ქსავიე ბეტელი - ჩემს ქართველ კოლეგას ვუთხარი, რომ რთულია იმის მიღება, როგორც მოექცნენ დემონსტრაციებს და დემონსტრანტებს
💬 „მქონდა დისკუსია ჩემს ქართველ კოლეგასთან, ფაქტია, რომ მათთან საუბარი საჭიროა. თუ მათთან არ ვისაუბრებთ, რთულია დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს. შევხვდი ქართველ მინისტრს, როდესაც ვენაში ვიყავი და მას ვუთხარი, რომ რთულია იმის მიღება, როგორც მოექცნენ დემონსტრაციებს და დემონსტრანტებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კომისია საკუთარ საქმეს სათანადოდ შეასრულებს და ჩვენ ინფორმირებულები ვიქნებით, თუმცა საქართველოსთვის განსაკუთრებულ წესებს არ დააწესებენ - ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას“, - აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.