პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლამდე, აქციის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი გაიარეს. აქციას შეუერთდნენ ევროკავშირის საელჩოსთან გამართული, ქალების აქციის მონაწილეებიც.
ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ასევე, საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ ტროტუარზე გადაინაცვლეს.